მიმდინარე პროექტები

ტრენინგი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის - DCFTA-ს საკითხებში

პროექტის “ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე” მიზანია ხელი შეუწყოს მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი შესაძლებლობების ზრდაში, რომ შეძლონ DCFTA-ს განხორციელების პროცესის შესახებ მოქალაქეების უკეთ ინფორმირება და მონიტორინგი; ჟურნალისტებს - DCFTA-ის თემებზე მუშაობაში, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებას -გაიღრმავოს ცოდნა და უნარ-ჩვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის შესრულების მონიტორინგის, გავრცელების, მხარდაჭერისა და მონაწილეობის პროცესში ჩასართავად.

ხუთი თვის განმავლობაში სასწავლო ტრენინგი ჩატარდება თბილისში და საქართველოს კიდევ ხუთ რეგიონში (ქუთაისი, თელავი, გორი, ახალქალაქი, მარნეული და ბათუმი). ტრენინგი ძირითადად განკუთვნილია იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკის, ბიზნესის, კლიმატის, სასოფლო მეურნეობის, ვაჭრობის, გარემოს დაცვისა და სხვა მსგავსი თემების მიმართულებით ასევე, DCFTA-ს მიმართულებით მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, პროფესიული გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის (ადგილობრივი მთავრობა და მუნიციპალიტეტები).

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს DCFTA-სა და ვაჭრობის შესახებ ჟურნალისტების მიერ გაშუქებადობის ხარისხს, ცენტრალური და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს ამ მიმართულებით და გააძლიერებს  DCFTA-სთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერას.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი,  USAID / ”მმართველობა განვითარებისთვის“ საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.  

© 2018 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.